ბოლო ამბები
14/10/2024

ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რასაც მოგვიანებით ხელი მოაწერა, როდესაც შეუერთდა ევროსაბჭოს რეზოლუციას – ირაკლი კობახიძე

გაზიარება

“ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რასაც მოგვიანებით ხელი მოაწერა, როდესაც შეუერთდა ევროსაბჭოს რეზოლუციას”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 27 სექტემბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას.

“რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რომ ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა და ამას მოჰყვა რუსეთის საპასუხო იერიში, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი აქტი, რაც განახორციელა სააკაშვილის რეჟიმმა, ნაც.მოძრაობამ მოაწერა ხელი. საქართველოს არ დაუწყია ომი, 2008 წელს, სააკაშვილმა გააყალბა საპრეზიდენტო არჩევნები და ამის შემდეგ მისმა არალეგიტიმურმა რეჟიმმა დაიწყო ომი აგვისტოში, რასაც თვითონვე მოაწერა ხელი, ეს არის რეალობა”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სხვა ამბების წაკითხვა