ბოლო ამბები
14/10/2024

აჰმედ იმამკულიევი “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიაში მოხვედრას აპროტესტებს და სიიდან მისი სახელის ამოღებას ითხოვს

გაზიარება

აჰმედ იმამკულიევი “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიაში მოხვედრას აპროტესტებს სიიდან მისი სახელის ამოღებას ითხოვს

როგორც იმამკულიევი აღნიშნავს, იგი პარტიის საპარლამენტო სიაში მისი თანხმობის გარეშე მოხვდა.

“აქედან მივმართავ პარტია ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას თავმჯდომარეს ქალბატონ თინა ბოკუჩავას,  სასწრაფოდ გამოიყვანეთ ჩემი სახელი თქვენი საპარლამენტო სიიდან.

ჩემი თანხმობის გარეშე, ჩემი სახელი შეუტანიათ ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობას საპარლამენტო სიაში.

ვინც დაწერა ჩემი სახელი თქვენი საპარლამენტო სიაში და იფიქრა რომ მე ამით შეურაწყოფა მომაყენოს ან ვითომ დამჩაგრავს, ის პირველ რიგში არის უპასუხისმგებლო არარაობა და დანარჩენი ….. რასაც აქ საჯაროდ ვერ ვწერ!”-წერს იმამკულიევი სოციალურ ქსელში.

სხვა ამბების წაკითხვა