MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი მოქალაქეებს მათ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მისვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

“2012 წელს, ნაცმოძრაობის ე.წ. სახეები (სწორედ იმის გამო, რომ ქართულ გულაგებში დამკვიდრებული ეს სადიზმი ვამხილეთ), ჩირგვებიდან ვერ გამოდიოდნენ. ახლა იგივე მანიაკები საქართველოზე გამარჯვებას ცდილობენ! არ დაგითმობთ ჩვენს ქვეყანას!

25 ნოემბერს, 3 საათზე ყველა ვიკრიბებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე. ველოდები იმ ათასობით პატიმარს, რომელსაც პირადად მე და ჩემმა თანამებრძოლებმა სიცოცხლე შევუნარჩუნეთ! გარეთ გამოდით! ხმა აღიმაღლეთ! თუ სახლში დარჩებით, ჩვენს შვილებს უარესი მომავალი ელოდებათ.”– აცხადებს ირმა ინაშვილი.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER