ბიძინა გეგიძე საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხეს

604
წაკითხვა/ნახვა

ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს. გადაწყვეტილება პარტიის  წევრებმა  „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

გიორგი ვოლსკის განმარტებით, ამის მიზეზი გახდა ბიძინა გეგიძის ბოლოდროინდელი განცხადებები და შეფასებები, რომელიც ეწინააღმდეგება მმართველი პარტიის პოზიციებს.

“არავისთვის არ ყოფილა უცხო და მოულოდნელი ის გადაწყვეტილება,  რომელიც უმრავლესობამ მიიღო იმის გათვალისწინებით,  რომ მთელი რიგი პოზიციები, განცხადებები, არანაირად არ შეესაბამებოდა იმ პოზიციას, რომელიც გააჩნია “ქართულ ოცნებას”.

გიორგი ვოლსკის თქმით, მკაფიოდ განსხვავდებოდა მმართველი გუნდისა და გეგიძის პოზიციები მედიაზე ზეწოლასთან დაკავშირებით, რომელიც მისი თქმით ხელოვნურად შემოტანილი თემაა.

“მე ვფიქრობ ცივილური და სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული და რამე სკანდალურს ვერ ვხედავ ამაში” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ბიძინა გეგიძე ამ დრომდე რჩება მმართველი პარტიისა და მისი პოლიტსაბჭოს წევრად. პარტიიდან გარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილება, შიდა წესდების თანახმად, პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს.

თქვენი კომენტარი?