25/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

კახა გოგიძის განცხადებით, პოლიტიკური პარტიის შექმნის შემდეგ ოპოზიციური ტელევიზიები აღარ იწვევენ (ვიდეო)

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი

მსახიობი და პოლიტიკური პარტია “ჩვენ”-ის წევრი კახა გოგიძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, არც მას და არც აკია ბარბაქაძეს ოპოზიციური ტელევიზიები აღარ იწვევენ ეთერში.

ამის შესახებ მან ფეისბუქის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

“რამდენი ხანია ტელევიზიით არაფერი არ მითქვამს, არც მე, არც აკიას და არც ჩვენი პარტიის წევრებს, ისეთი ინტენსივობა აღარ არის და უკაცრავად – მე რომ მეუბნებით “ქოცებს” ეხმარებითო,  ბოდიში, თქვენ ვის ეხმარებით რომ ჩაგვიკეტეთ ეს ტელევიზიები? ვისკენ ხართ? იმის ნაცვლად, რომ აი, ახალგაზრდა პარტია ვართ, დავეხმაროთ, არავისგან არაფერს არ ვითხოვთ, მაგრამ როდესაც მადანაშაულებენ, რომ “ქოცებს ეხმარებითო” – აი, ჩვენ არ გვაქვს ტელევიზიები, ჩვენ თქვენთან ერთად გვინდა დავამარცოთ ეს ხელისუფლება, რით გვეხმარებით?”- განაცხადა კახა გოგიძემ.

შეგახსენებთ, კახა გოგიძემ, აკია ბარბაქაძემ და დავით ქაცარავამ ახალი პოლიტიკური პარტია “ჩვენ დააფუძნეს”.