25/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

რუსეთი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში, თუ ეს ქვეყნები დაინტერესდებიან – ლავროვი

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი

“რუსეთი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში, თუ ეს ქვეყნები დაინტერესდებიან”  – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„თუ მხარეები დაინტერესდებიან, ჩვენ მზად ვიქნებით დასახმარებლად“, – განაცხადა მან გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეობის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ლავროვმა განაცხადა, რომ საკითხი, თუ რა ფორმით შეიძლება იყოს შერიგება, თავად ჩართულმა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა გულწრფელად აფასებს ცხინვალისა და სოხუმის წინააღმდეგ თბილისის აგრესიის წარსულს და გარემოებებს.

წყარო: VESTI.RU