ძალიან მაინტერესებს რომელი დასავლეთი გააპროტესტებდა წამების სისტემურობის გამოძიებას და ამ სისტემის შემოქმედების დასჯას?

342
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი სალომე ასათიანი არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით საუბრობს.

“ეს “კოაბიტაცია” რომ ამოიჩემეს ახლა. უსინდისო და თან ანტიდასავლური მესიჯი – თითქოს სხვა გზა არ ჰქონდათ და ამიტომ დატოვეს უცვლელად მანკიერი სისტემებიც და ამ სისტემებში მოქმედი ფიგურებიც.

ძალიან მაინტერესებს რომელი დასავლეთი გააპროტესტებდა წამების სისტემურობის გამოძიებას და ამ სისტემის შემოქმედების დასჯას. წამება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ტოლფასია, უმძიმესი დანაშაულია. ვინ ეტყოდათ ან არ გამოიძიოთ და ან დამნაშავეები არ დასაჯოთო. ამდენი წელი გავიდა და საერთოდ არაფერი ვიცით იმ 28 ათასამდე ფაილზე, რომელიც უკანონო მოსმენებიდან დარჩა – როგორ, რა ფორმით, ვისი ხელმძღვანელობით და ბრძანებით იყო ეს თვალთვალი ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებზე. ისიც კი არ ვიცით საერთოდ თუ დაიწყო ამაზე გამოძიება.

სამაგიეროდ ვიცით დღევანდელი სურათი – მოსმენების კანონი როგორი დატოვეს, სუსის საცეცები სადამდე წვდება და პროკურატურასა და სასამართლოში რაც ხდება. ვხედავთ ყველაფერს. “სისხლიანიცხრაწელი” სიტყვიერ კლიშედ რომ გადააქციეს, რეპრესიის მსხვერპლი ადამიანების ხვედრით, ნაწამები სხეულებით რომ მანიპულირებენ პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად და ამ დროს ყველა მანკიერი სისტემა ისევ მოქმედებს – ესაა სწორედ მორალური ფსკერი. ამას უკვე კარგად ხედავს ამომრჩეველი. და შედეგიც ნუ უკვირთ.”– წერს სალომე ასათიანი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE