ის იმედები, რომ თითქოს ამერიკა “ოცნებას” ბოლომდე არ დაუძაბავს და ამიტომ წარმოდგენა, რომ არ იქნება მაიდნის მცდელობა, ფუჭი ბავშვური ოპტიმიზმია.”- წერს სოციალურ ქსელში “ალტ-ინფო”-ს ერთ-ერთი ლიდერი შოთა მარტინენკო.
“რეალურად მოხდება ის, რომ დასავლეთი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ივანიშვილს და მის გარემოცვას დაასანქცირებს, ზემოდან სახელმწიფოსაც დაადებენ სანქციებს, რაც შეარყევს ქვეყნის ფინანსურ სისტემას და ევროპაში უვიზო მიმოსავლას შეაჩერებენ.
ამაზე ქუჩაში გამოვარდება ხალხის უზარმაზარი მასა, ბევრად უფრო მეტი, ბევრად უფრო აგრესიული და საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული, ვიდრე ეს გაზაფხულზე ვნახეთ.
უბრალოდ წარმოიდგინეთ – გაზაფხულზე სისტემა ძლივს აჩერებდა ხალხის ნაკადს, რომელიც რაღაც ენჯეოების გამჭვირვალობის კანონს აპროტესტებდა და ახლა მათ წინააღმდეგ დადგება ევროპის მიერ უვიზოს გაუქმებით და ფინანსური კრიზისით გამწარებული ბევრად დიდი მასა.
ასე იგეგმება მაიდანი და ამ უმძიმესი საფრთხის წინაშე დადგება ქვეყანა.
აუცილებელია, საზოგადოება მკაფიოდ აცნობიერებდეს, რა მომაკვდინებელი რისკის წინაშე ვდგავართ და ემზადებოდეს მის წინააღმდეგ, მობილიზაციას ახდენდეს და აორგანიზებდეს
თანამოაზრეებს საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად. თუ უცხოეთი მაიდანს გიმზადებს, ყველა ერთ მუშტად უნდა შეიკრას, რათა ქვეყანაში არსებობდეს წინააღმდეგობის გამწევი”- წ ერთობა.”- წერს შოთა მარტინენკო.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს