თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბატონი მამუკა იყო და არის რეფორმატორი, რომლის რეფორმებიც საქართველოს განვითარებაზე დადებითად აისახა

482
წაკითხვა/ნახვა

დავით ჩიხელიძე – ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი


“საქართველოს ყოფილი პრემიერ -მინისტრის, ბატონ მამუკას გადაწყვეტილებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ზოგი მას მუშაობას უწუნებს, ზოგი გადაწყვეტილების გასაჯაროვების ფორმას და ა.შ. ბახტაძის ფეისბუქ პოსტის გამო ატეხილმა აჟიოტაჟმა, მარგარეტ ტეტჩერის ფრაზა გამახსენა, „მდინარე ტემზაზე ფეხით რომ გავიარო იტყვიან ცურვა არ იცის და ამიტომ დადის ფეხით წყალზე“

ბახტაძეს საკუთარი გადაწყვეტილება, როგორი ფორმითაც არ უნდა გაევრცელებინა, ოპოზიცია მაინც უკმაყოფილება იქნებოდა, მათი აზრით ოპოზიცია ერთადერთ საქმეს სხვისი ლანძღვა წარმოადგენს, რეალურად კი მათი საქმე ქვეყანაზე ზრუნვა არის და არა მისთვის ქვის სროლა.

ახლა რაც შეეხება ბახტაძის მოღვაწეობის პერიოდს, არ შეიძლება მისი მოღვაწეობა მხოლოდ პრემიერ მინისტრობის პერიოდით შევაფასოთ, ის ასევე იყო ფინანსთა მინისტრი და სწორედ ფინანსთა მინისტრობის პერიოდიდან დაიწყო შედეგზე ორიენტირებული რეფორმების გატარება, შეუძლებელია არ გავიხსენოთ საგადასახადო რეფორმა, საბანკო და საფინანსო სფეროში ახალი სამართლებრივი წესების შემოღება, სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის პროგრამა, განათლების რეფორმა(მასწავლებლების ხელფასის ზრდა) და ა.შ. განახორციელა რამდენიმე საინტერესო პროგრამა, მათ შორის ერთერთი მნიშვნელოვანი იყო მედიკამენტების სიმბოლურ ფასად შეძენის პროგრამა, ასევე დაიწყო ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც თავისი მასშტაბებით უპრეცენდენტო არის და საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის ზრდას/სრულად ათვისებას ემსახურება.

ყოველივე ზემოთქმული არის მშრალი ფაქტები, რომლის ინტერპრეტირება და უარყოფა შეუძლებელია, ეს არის მოცემულობა, რომელიც უნდა მივიღოთ და ვისაც დანახვა უნდა ის დაინახავს, ხოლო ვის დღის წესრიგსაც მხოლოდ ლანძღვა წარმოადგენს რა თქმა უნდა არ/ვერ დაინახავს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბატონი მამუკა იყო და არის რეფორმატორი, ნოვატორი ადამიანი, რომლის რეფორმებიც საქართველოს განვითარებაზე დადებითად აისახა.  მინდა წარმატება ვუსურვო, ყოველ ახალ წამოწყებაში!”

თქვენი კომენტარი?