ბოლო ამბები
14/10/2024

მიხაილ როთი, მისი რეპუტაციიდან გამომდინარე, დიდი საჩუქარია მმართველი გუნდისთვის – ირაკლი კობახიძე

გაზიარება

რაც უფრო მეტად იაქტიურებს მიხაილ როთი რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ, მით უფრო დაბალ შედეგს მიიღებს რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს არის ჩვენი კონსტიტუციური პრინციპების უპატივცემულობა, რადგან არ შეიძლება, უცხოელი პირდაპირი და უხეში ფორმით ერეოდეს საარჩევნო პროცესებში. პრაქტიკული თვალსაზრისით, ამას ვერ ექნება ვერავითარი ეფექტი. პირიქით – მიხაილ როთი მოგეხსენებათ, არის ძალიან დიდი საჩუქარი მმართველი გუნდისთვის მისი რეპუტაციიდან გამომდინარე, რაც უფრო მეტად იაქტიურებს მიხაილ როთი რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ, მით უფრო დაბალ შედეგს მიიღებს რადიკალური ოპოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

სხვა ამბების წაკითხვა