მძიმე წელი გველოდება წინ – თინა ხიდაშელი

793
წაკითხვა/ნახვა

თინა ხიდაშელის შეფასება სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით.

“არაფერი მოულოდნელი. საარჩევნო შტაბი ძალოვნებში, ყველაზე სანდონი ყველაზე ბევრ ამომრჩევლიანი ადმინისტრაციულ რესურსთან.  ერთადერთი მისია რომელიც ბიძინა ივანიშვილს უნდა შეესრულებინა ძალიან მძიმე, სახელისუფლებო არჩევნებამდე ერთ წლით ადრე იყო სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველყოფა, არაკონფრონტაციული, სიძულვილისგან დაცლილი წინასაარჩევნო გარემო.

სწორედ ამის საპირისპირო არჩევანი გააკეთა! უზარმაზარი გამოწვევა გადმოუგდო საზოგადოებას! სამოქალაქო მშვიდობა, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია დღეს მთლიანად ქუჩის, აქტივისტების იმედად დატოვა. მძიმე წელი გველოდება წინ! იმედია ამასაც გაუძლებს ქვეყანა”- აცხადებს თინა ხიდაშელი.


ამ თემაზე:

ცვლილებები მთავრობაში

თქვენი კომენტარი?