ბოლო ამბები
04/11/2024

ამერიკის საელჩოს ცნობით, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახისთვის სანქციები არ დაუწესებიათ

გაზიარება

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილისათვის და მისი ოჯახის წევრებისათვის სანქციები არ დაუწესებია, – ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

„ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას“, – აცნობეს რადიო თავისუფლებას საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოდან.

ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ 2 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.

სხვა ამბების წაკითხვა