ბოლო ამბები
04/11/2024

მგონი, აშშ-ის საელჩოს “ფეისბუქის” გვერდის ადმინად ლევან ხაბეიშვილი ჰყავს – კახა კალაძე

გაზიარება

“მგონი, აშშ-ის საელჩოს “ფეისბუქის” გვერდის ადმინად ლევან ხაბეიშვილი ჰყავს”- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ამერიკის საელჩოს ფეისბუქ გვერდზე, ბოლო 24 საათში გამოქვეყნებულ პოლიტიკურ ბანერებს მმართველი პარტიის კრიტიკით.

„ვფიქრობ, რომ ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს – მგონი ფეისბუქის ადმინად ლევან ხაბეიშვილი „ჩაუდეს“. ეს ჩანს მათ მიერ გამოქვეყნებულ ბანერებზე. ყველა ბანერზე იყო სიცრუე, თუნდაც პარალელური დათვლების გაყალბებასთან დაკავშირებით. საუბარი იყო 1.8%-ზე, სინამდვილეში 2.5% იყო გაყალბებული, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა აღმოჩენილი. ეს დაახლოებით 50 000 ხმა არის. ანუ ისინი 50 000-მდე ხმის მოპარვას გვაბრალებდნენ. ამას კამპანიის ხასიათი ჰქონდა და გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ქვეყანაში დაპირისპირება, რევოლუცია და ხელისუფლების ამ გზით შეცვლა მომხდარიყო.

ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, რომ ვხედავთ საელჩოებს, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულნი. თუმცა, რაც არ უნდა კამპანიაში ჩაერთონ და რაც არ უნდა გააკეთონ, 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა, მშვიდობა, ქვეყნის განვითარება. არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ რაიმე ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს, თავისუფლებას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ დამოუკიდებლები ვყოფილიყავით და არა – რომელიმე ქვეყნის ვასალი. ჩვენ მეგობრობაც გვინდა, პარტნიორობაც, მაგრამ ეს უნდა იყოს ისე, როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებს შეეფერება და არა ისე, რომ ვიღაცა დიდმა ქვეყანამ ჩვენ მიგვიჩნიოს პატარა ქვეყნად“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

სხვა ამბების წაკითხვა