ბოლო ამბები
07/02/2025

“ქართულ ოცნებას” ბეჭებზე დავცემთ და ისე მოვუგებთ, გადმოვატრიალებთ და ბეჭებზე დავცემთ – დავით კირკიტაძე

გაზიარება

“ქართულ ოცნებას” ბეჭებზე დავცემთ და ისე მოვუგებთ, გადმოვატრიალებთ და ბეჭებზე დავცემთ”– განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით კირკტაძემ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, წინასაარჩევნო კამპანიის შეხვედრაზე.

“ჩვენ ვართ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს. დღეებია დარჩენილი ჩვენს გამარჯვებამდე, დღეებია დარჩენილი ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებამდე ამ წარმოუდგენლად ცუდი ხალხისგან. პრორუსული მთავრობა კი არა გვყავს, პირდაპირ რუსული მთავრობა გვყავს, პირდაპირ მოღალატეობრივი. ასეთი ცუდი მთავრობა საქართველოს არ ჰყოლია არასდროს, ამიტომ ამათ საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ.

არჩევნების დღეს რას გასწვდებიან? ყველა ოჯახში ჩაჯდებიან და ყველა გამოსასვლელში სუს-ის მანქანას დააყენებენ? ბეჭებზე დავცემთ და ისე მოვუგებთ, გადმოვატრიალებთ და ბეჭებზე დავცემთ. არ ეყოფათ მათ რესურსი, რადგან ძალიან კარგად ვიცით, ვინ, რანი და რამდენი არიან.
ჩვენი გამარჯვება არის ხელის გაწვდენაზე და თქვენ ეს უნდა გჯეროდეთ“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

 

სხვა ამბების წაკითხვა