ბოლო ამბები
12/02/2025

“უკრაინის თავგანწირული ბრძოლა რომ არა, დღეს ჩვენთანაც დანგრეული იქნებოდა ქალაქები – ლიკა ბასილაია-შავგულიძე

გაზიარება

“უკრაინის თავგანწირული ბრძოლა რომ არა, დღეს ჩვენთანაც დანგრეული იქნებოდა ქალაქები”– წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და საზ.მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (ოპოზიციის კვოტით) ლიკა ბასილაია შავგულიძე, რომელიც ეხმიანება “ქართული ოცნების” საარჩევნო კლიპის იმ ეპიზოდს, სადაც გამოყენებულია უკრაინაში, ომის შედეგად დანგრეული ქალაქების ფოტოები.

ბასილაია მიიჩნევს, რომ აღნიშნული კლიპი არ უნდა განთავსდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

“უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სარგებლის ნახვა არის ამორალური და უღირსი საქციელი! მოვუწოდებ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს არ განათავსოს ქართული ოცნების მანიპულაციური საარჩევნო კლიპი! ” უკრაინის თავგანწირული ბრძოლა რომ არა, დღეს ჩვენთანაც დანგრეული იქნებოდა ქალაქები, ეს უნდა გვესმოდეს ყველას. “ქართული ოცნება” როდესაც აღარ იქნება ხელისუფლებაში, დანგრეული რეპუტაციის აღდგენა რთული იქნება.”– წერს ლიკა ბასილაია-შავგულიძე.

სხვა ამბების წაკითხვა