ბოლო ამბები
15/03/2025

სალომე ზურაბიშვილს მომავალი პრემიერობის კანდიდატი უკვე არჩეული ჰყავს

გაზიარება

სალომე ზურაბიშვილს მომავალი პრემიერობის კანდიდატი უკვე არჩეული ჰყავს, თუმცა მის ვინაობას ჯერ არ ასახელებს და ამბობს, რომ ეს მას შემდეგ მოხდება, რაც პარტიებთან კონსულტაციები გაიმართება.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ ადამიანი, ვინც მან შეარჩია პრემიერობის კანდიდატურაზე, არის პროფესიონალი და პოლიტიკასთან შეხება არ ჰქონია.

„ქარტიაში წერია, რომ პრემიერი უნდა იყოს ჩემთან კონსულტაციით შერჩეული. მე უკვე მყავს კანდიდატი. ახლა არ გეტყვით. ჯერ უნდა იყოს კონსულტაციები პარტიებთან და შევჯერდეთ“- ამბობს ზურაბიშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა