სთხოვე ღმერთს დედი.. გეხვეწები, შაბათამდე დრო გვაქვს, სთხოვე დაგაბრუნოს – გარდაცვლილი მოზარდის დედა ვიდეოს აქვეყნებს

1916
წაკითხვა/ნახვა

მთელი სოციალური ქსელი დაამწუხრა ამბავმა იმის შესახებ, რომ 16 წლის ლუკა ფოფხაძე, რომელიც 41დღის განმავლობაში კომაში იყო, გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია ბიჭი 19 ივლისს,  რაჭაში ყოფნის დროს  გაურკვეველი ვირუსით დაინფიცირდა და ცუდად გახდა, ამიტომ საჭირო გახდა რეანიმობილით გადაყვანა, თუმცა მანქანა შუა გზაში გაფუჭდა, ასევე ცნობილია, რომ  მწყობრში არ იყო შესაბამისი აპარატურა, რის გამოც მოზარდი კომაში ჩავარდა. პაციენტი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

მოზარდის დედა სოციალურ ქსელში შვილის ვიდეო აქვეყნებს.

“სთხოვე ღმერთს დედი.. გეხვეწები, შაბათამდე დრო გვაქვს, სთხოვე დაგაბრუნოს, მას ეს შეუძლია დე,დამიჯერე და სთხოვ, ვერ ვეგუები ამას დედუკა, აქ გეძებ ფოტოებში” – წერს ლუკას დედა.

თქვენი კომენტარი?