ბოლო ამბები
13/02/2025

მოხდა ის, რისიც 2007 წლის 20 მაისიდან მეშინოდა – გიორგი ბარათელი 45 წლის ასაკში გარდაიცვალა – რუსუდან შარაძე

გაზიარება

“მოხდა ის, რისიც 2007 წლის 20 მაისიდან მეშინოდა – გიორგი ბარათელი 45 წლის ასაკში გარდაიცვალა”– წერს გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან გიორგი ბარათელზე, რომელიც დაკავებული და მსჯავრდებული იყო გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე.

“ამბავი 1 ოქტომბერს, ღამით, სანდო ადამიანისგან შევიტყე. მითხრეს, რომ გარდაიცვალა ზაფხულში, თბილისში, გულით. მიუხედავად იმისა, რომ ნათქვამის უტყუარობაში ეჭვი არ უნდა შემეტანა, ბოლომდე მაინც ვერ დავიჯერე. გადავამოწმე და ახლა მითხრეს, რომ მართალია.

საკვირველი ისაა, რომ გარდაცვლილა შარშან, 2023 წლის აგვისტოში და აქამდე, არაფერი გამიგია, მაშინ, როდესაც კეთილი მეგობრების წყალობით, საფრანგეთსა და გერმანიაში ვაგნებდი.

ნათელში იყავი, გიო, ჩემს ოჯახს მსხვერპლად შეწირულო ადამიანო! დაგიცავ, სანამ პირში სული მიდგას! ბარათელის გულით გარდაცვალების არ მჯერა! ახლა მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია.”– წერს რუსუდან შარაძე.

შეგახსენებთ, გიორგი ბარათელი, გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით იყო დაკავებული და სასჯელი სრულად მოიხადა. რუსუდან შარაძეს კი დღემდე არ სჯერა, რომ  ბარათელი მისი მამის მკვლელი იყო.

ფოტოზე: გიორგი ბარათელი საპატიმროს დატოვების შემდეგ

სხვა ამბების წაკითხვა