მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში მიემგზავრება

226
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს მთავრობის დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით ბრიუსელში მიემგზავრება. მამუკა ბახტაძის ინფორმაციით შეხვედრა გაიმარტთება ევროპის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან.

“დღეს ჩემი ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაცია სამუშაო ვიზიტით მიემგზავრება ბრიუსელში. 20-21 ნოემბერს გვექნება უმაღლესი დონის შეხვედრები, მათ შორის, ევროპის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერთან. ეს არის თანამშრომლობის სრულიად განსხვავებული ფორმატი, რომელიც იქნება ისტორიული მნიშვნელობის.

ევროპელ კოლეგებთან ერთად განვიხილავთ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს. ჩვენ ვასრულებთ ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აღებული გვაქვს ევროკავშირთან და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე იმ ისტორიულ არჩევანს, რაც ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ გააკეთა – იყოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.”– განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE