ნინო ლომჯარია მოქალაქეებს მარშზე იხმობს, რომელიც 20 ოქტომბერს, თბილისში, სხვადასხვა ადგილზე გაიმართება.
20 ოქტომბერს, ვიკრიბებით მარშზე – საქართველო ირჩევს ევროკავშირს!
ვიკრიბებით ოთხ ლოკაციაზე:
მარჯანიშვილის მოედანი
გმირთა მოედანი
რესპუბლიკის მოედანი
300 არაგველის მოედანი
და როგორც ადრე – შეუჩერებელ მდინარეებად დავიძრებით, და შევერთდებით თავისუფლების მოედანზე. ჩვენი დიდი ერთობის სიამაყით და სიხარულით იმის დასტურად, რომ არავისი სხვისი, ეს ქვეყანა არის ჩვენი!”- წერს ლომჯარია.
მარშის დევიზია “საქართველო ირჩევს ევროკავშირს”
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს