მოჭიდავე, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ლუკა კურტანიძე, UFC-ის ქართველ ჩემპიონ მერაბ დვალიშვილს მიმართავს და ეხმიანება მის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუს, რომელშიც დვალიშვილი პასუხობს იოსებ სტალინზე დასმულ კითხვას.
“მინდა მერაბ დვალიშვილს საჯაროდ მივმართო რჩევით!
მერაბ ვაფასებ, რომ ძალიან დიდმა გაჭირვებამ არ გაგტეხა და დიდი შრომის ფასად მოიპოვე გამარჯვება და მთელმა საქართველომ მოგილოცა, ამის შემდეგ ერთ-ერთ გადაცემაში შეგნებულად გისვამენ კითხვას იოსებ სატალინზე – უდიდესი ეპოქის შემქმნელზე, რომელმაც მთელ მსოფლიოში დაამარცხა ფაშიზმი, იმ დროის უდიდესი მსოფლიო პოლიტიკოსები როგორიც იყვნენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი, აშშ- ის პრეზიდენტი რუზველტი, საფრანგეთის ლეგენდარული მმართველი დეგოლი ქედს იხრიდნენ სტალინის გენიაზე …
შენ კი, ქართველი, პირველსავე ფეხის დადგომაზე გვაგინებ?! ვინ მოგცა უფლება მთელი საქართველოს სახელით ლანძღო იოსებ სტალინი?! ან, შე დალოცვილო, რა შენი საქმეა სტალინზე საუბარი?! უდიდეს ქართველზე ამბობ – ეგ, საერთოდაც ქართველი არ იყოვო?! ვფიქრობ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი! არ არის ლამაზი როცა მიზნობრივ კითხვას გისვამენ უცხოელები ქართველს ქართველზე დამაკნინებელ ფორმატში და ქართველი უმტკიცებ, რომ სტალინი თურმე ქართველიც არ ყოფილა?!
მე, მსოფლიო ჩემპიონი, ვემიჯნები შენს სამარცხვინო განცხადებას სტალინზე და ვფიქრობ მილიონობით ადამიანზე ბოდიში გაქვს მოსახდელი!!! ბოდიში გაქვს მოსახდელი იმ ასი ათასობით ადამიანის ოჯახებზე, ვინც სტალინმა ფაშისტური კონცლაგერებს და გაზის კამერებისგან იხსნა! ბოდიში გაქვს მოსახდელი მილიონობით ადამიანზე, ვინც მთელი ევროპა იხსნა საშინელი ფაშიზმისგან, რამეთუ სტალინის ხსენებაზე შეგნებულ სიკვდილზე მიდიოდნენ! ბოდიში გაქვს მოსახდელი მილიონობით ქართველზე, რამეთუ სტალინი იყო და იქნება ქართველი! ამის შემდეგ მსგავსი კითხვები აირიდე თუ მას ღირსეულად ვერ გასცემ პასუხს! ვიცი…მესმის ეს შოუს ერთ-ერთი ნაწილი იყო….. მაგრამ ჩვენ ქართველები შოუში არ ვმონაწილეობთ! ეს დაიმახსოვრე სადაც არ უნდა იყო მერაბ…..”- წერს ლუკა კურტანიძე.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს