ბოლო ამბები
04/11/2024

შიდა და გარე მტრები არჩევნებს გამოაცხადებენ გაყალბებულად! ახალგაზრდებს წამოწევენ წინ და შეეცდებიან ხელისუფლების დამხობას – თემურ გვალია

გაზიარება

“26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ხალხი”- წერს მსახიობი, “ქართული ოცნების” მხარდამჭერი თემურ გვალია სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან იქნება ხელისუფლების დამხობის მცდელობაც.

“შიდა და გარე მტრები არჩევნებს გამოაცხადებენ გაყალბებულად! ახალგაზრდებს წამოწევენ წინ და შეეცდებიან ხელისუფლების დამხობას! ახალგაზრდებს ხომ გაწირავენ ციხეებისთვის და რამოდენიმე ოპოზიციური პარტიულ ლიდერსაც ამოაყოფინებენ თავს მიშას აშენებულ ციხეებში, მთავრობის გადატრიალების მცდელობის გამო ! 

მერე ამაზე ატყდება ოპოზიციის სლუკუნი! მაგრამ სასამართლო მიუსჯის ყველას იმას, რაც ეკუთვნით!

გაიგზავნება საჩივრები სტრასბურგში და იქიდან ისეთივე პასუხი მოუვათ “ჯიგრებს”, როგორიც მიშას მოუვიდა ცოტა ხნის წინ გაგზავნილ არაერთ საჩივარზე.  პარალელურად დაიწყება “ნაც-მოძრაობის” დამნაშავე ლიდერების თუ წევრების გასამართლება ადრინდელ და დღევანდელ ქმედებების გამო!

ეს გარდაუვალია და ვერც ვერავინ შეუშლის ხელს სასამართლოს, რათა მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილებები! მოკლედ, “ნაციონალური მოძრაობა” საბოლოოდ დაასრულებს “მოღვაწეობას”…  ეს გარდუვალია!  კიდევ ბევრი მავნებლობა მოხდება, მაგრამ ქვეყანა მიხედავს ყველას! 

დაგილაგებენ ფაქტებს თუ როგორ ერჩით საკუთარ ქვეყანას უცხო ქვეყნების აგენტურის, სიცრუის და სიბოროტის მეშვეობით! მთავარია არ დავიზაროთ და გავიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია!

დავასამაროთ საბოლოოდ ეს ფაშისტები! წარმატებები საქართველოს!”- წერს თემურ გვალია.

სხვა ამბების წაკითხვა