“ბავშვთა სამყარო”-ს მოვაჭრეები ზარალის ანაზღაურებას და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ

523
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარტია „ქართული ოცნებაის ცენტრალურ ოფისთან სავაჭარო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები აქციას მართავენ.

ისინი  მთავრობისგან ზარალის ანაზღაურებას და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, აქციები გაგრძელდება მანა, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„ყველამ იცის, რომ დავზარალდით. ორი წელიწადია ვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას, მაგრამ ამჟამად ჩვენ ვითხოვთ ივანიშვილთან შეხვედრას, რადგან ვერავინ მიიტანა იმ ადამიანამდე ამბავი სწორად. მგონი ,ვერ იგებენ რას და ვისგან ვითხოვთ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

თქვენი კომენტარი?