ბოლო ამბები
12/02/2025

ქალბატონო თეა, ვიდრე კონკრეტული ელჩის სახელს და გვარს არ დაასახელებთ, მანამდე თქვენი მონაყოლი დარჩება ზღაპრად – მერაბ მეტრეველი თეა წულუკიანს

გაზიარება

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ეხმიანება თეა წულუკიანის მიერ მოყოლილ ამბავს, სადაც ის ამბობს, რომ კულტურის მინისტრად დანიშვნიდან მალევე, ის ერთ-ერთი ქვეყნის ელჩმა დაიბარა მის რეზიდენციაში და კონკრეტული ადამიანების დაფინანსება მოსთხოვა.

“ქალბატონო თეა, ვიდრე კონკრეტული ელჩის სახელს და გვარს არ დაასახელებთ, არ დაასახელებთ იმ ფურცელზე ჩამოწერილი ადამიანების ვინაობას, მანამდე თქვენი მონაყოლი დარჩება ზღაპრად.

მასე მეც ვიტყვი ხვალ, რომ ერთხელ ერთი ქვეყნის ელჩმა დამიბარა და მითხრა, თეა წულუკიანი ჩვენი კადრია და იქნბ მისი კრიტიკა შეწყვიტოთო.
ჰოდა, მერე არკვიეთ, ეს ამბავი სიმართლეა, თუ ტყუილი!

ან რას ნიშნავს, ელჩმა დამიბარა და ვეახლე. რატომ ეახლე? (ბიძია თომასავით ვეახლეო, ანუ მონასავით ვეახელიო?). რა უფლება აქვს უცხო ქვეყნის ელჩს მინისტრი დაიბაროს? შეიძლება თავად ესტუმროს, მაგრამ დაიბაროს?

ან კიდევ, რომ ამბობს, ჩემამდე სულ არსებობდა ეს პრივილეგირებულთა კასტაო, რას გვეუბნება ამით იმავე “ოცნების” ყოფილ მინისტრებზე, რომ ისინი უცხო ქვეყნის ელჩების ჭკუაზე დადიოდნენ?

იმედია, ისინი ამ შეურაცხყოფაზე ხმას ამოიღებენ.”– წერს მერაბ მეტრეველი.

ამ თემაზე;

თეა წულუკიანი იხსენებს, თუ როგორ დაიბარა ერთ-ერთი ქვეყნის ელჩმა და რა მოთხოვნა წაუყენა (ვიდეო)

სხვა ამბების წაკითხვა