ეს იყო ცირკი, რომელშიც კლოუნის როლი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მოირგეს – დავით ჩიხელიძე

770
წაკითხვა/ნახვა

ნაციონალური მოძრაობის მორიგი კლოუნადა, ეს იყო ცირკი, რომელშიც კლოუნის როლი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მოირგეს.” – ასე ეხმიანება “ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც ნაც.მოძრაობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არ მოუსმინა და შენობა პროტესტის ნიშნად დატოვა.

“სხდომის შეწყვეტამდე ვიცოდი, რომ რაღაც პროვოკაცია იგეგმებოდა, რადგან ნაცებთან აფილირებულმა რამდენიმე მედიასაშუალებამ სხდომის პირდაპირი ჩვენება შესვენების შემდეგ შეწყვიტა, ეს კი ნიშნავდა, რომ მათ გახარიას პასუხები არ აინტერესებდათ. ჩემი მოლოდინი რამდენიმე წუთში გამართლდა, როცა გოცირიძემ სხდომა შეწყვიტა.

ეს მათი მხრიდან სამარცხვინო საქციელი იყო, ნიშანდობლივია, რომ გოცირიძეს სხდომის შეწყვეტა ბოკუჩავამ ურჩია, ხოლო ბოკუჩავას ვინ ურჩია ეს საზოგადოებისთვის ნათელია.

დღეს პარლამენტში ვნახეთ უღირსი ოპოზიცია, რადგან ადამიანები თითქმის ერთი საათი ლანძღავდნენ პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, უსვამდნენ კითხვებს, გამოდიოდნენ პათეტიკით აღსავსე სიტყვებით და როცა პასუხების დრო მოვიდა, ჰოი საოცრება ისინი წავიდნენ.

ანუ მათთვის მთავარი არ იყო პასუხები, მათი კითხვები კი სხვა არაფერი იყო თუ არა კითხვა კითხვისთვის, კიდევ ერთელ ითამაშეს მოსახლეობის ემოციებით და „კარგი“ სპექტაკლი დადგეს.

ბატონო რომან როცა ხალხის სახელით საუბრობთ, ახსენეთ ხალხი მინუს დავით ჩიხელიძე, მეც ხალხის ნაწილი ვარ და მრცხვენია, რომ თქვენ ჩემი სახელით საუბრობთ!”– აცხადებს დავით ჩიხელიძე.

თქვენი კომენტარი?