ბოლო ამბები
29/12/2025

დასავლური ქვეყნების ელჩების დიდმა ნაწილმა საქართველოში შექმნა რევოლუციური კომიტეტი – მაია ნიკოლეიშვილი

გაზიარება

“დასავლური ქვეყნების ელჩების დიდმა ნაწილმა საქართველოში შექმნა რევოლუციური კომიტეტი; ისინი არ ცნობენ მოქმედ ხელისუფლებას, ხელისუფლების ცვლილებას აანონსებენ და დიდი ალბათობით, მონაწილეობენ მის მომზადებაში.”- წერს მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში და ეხმიანება უცხო ქვეყნის ელჩების ბოლოდროინდელ განცხადებებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.

“ზოგადად, ელჩების პერსონალური აზრი არავის აინტერესებს და არ სჭირდება, ისინი დიპლომატები უნდა იყვნენ, წესით, და უნდა აკონტროლებდნენ საკუთარ ქცევას და გამონათქვამებს, ვინაიდან ისინი საკუთარ თავს კი არა, თავიანთ ქვეყანას წარმოადგენენ და ახმოვანებენ!

ამ ელჩების ახუნტრუცება, გათავხედება და გარევოლუციონერება ყოვლად გაუგონარი რამაა, დიპლომატიაში! ასეთ ვითარებაში ოფიციალურად დავაზუსტოთ არამეგობრული და მტრული ქვეყნების სია.

საფრთხე საფრთხეა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს. დავემშვიდობოთ ილუზიებს. გაჟეჟილს გატეხილი სჯობს”- წერს მაია ნიკოლეიშვილი.

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა