ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს დეპუტატებს გიორგი გახარიას მხარი არ დაუჭირონ

1115
წაკითხვა/ნახვა

გვინდა, მოვუწოდოთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, განურჩევლად მათი პარტიული კუთვნილებისა და პოლიტიკური პოზიციისა, მხარი არ დაუჭირონ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნას.“- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

” გიორგი გახარიას საქმიანობის მიმართ საზოგადოებაში არაერთი ლეგიტიმური პრეტენზია არსებობს. მათ შორისაა ხორავის ქუჩის, პოეტ ზვიად რატიანის, თბილისის კლუბების და პანკისის სპეცოპერაციის საქმეები.

 თუმცა, მოცემულ მომენტში, ყურადღებას ვამახვილებთ 20-21 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის საკითხზე. როგორც ცნობილია, აქციის დაშლისას, 200-ზე მეტი მოქალაქე და ათობით ჟურნალისტი მძიმედ დაშავდა, ხოლო რამდენიმე ადამიანს გამოუსწორებელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი მიადგა.

20-21 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის გამო საზოგადოებრივი პროტესტი ამ დრომდე არ წყდება.”– ნათქვამია განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?