მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო  ჩემს შესახებ გასულ სიუჟეტს – ლაშა ნაცვლიშვილი

365
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ლაშა ნაცვლიშვილი “რუსთავი2”-ის ეთერით მის შესახებ გასულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით მორიგ განმარტებას აკეთებს.

“მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო  ჩემს შესახებ გასულ სიუჟეტს. ჩემს პირველ პოსტზე კომენტარებიდან გამოჩნდა, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აინტერესებს, ვთხოვე თუ არა რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს დახმარება, რათა სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირება არ მომხდარიყო? პასუხი ცალასახაა – არავისთვის მიმიმართავს ასეთის სახის თხოვნით. ცნობისათვის, ეს ინციდენტი გასული წლის ზაფხულში მოხდა. იმ პერიოდში მე ინტერნეტელევიზიის რიგითი ბლოგერი ვიყავი და არანაირი შეხება მმართველ პარტიასთან და საჯარო ხელისუფლებასთან არ მქონდა.

ამიტომ, დღეს ოფიციალურად მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას თხოვნით (თუმცა, დარწმუნებული ვარ ისინი ამ შემოწმებას ჩემი მიმართვის გარეშეც ჩაატარებდნენ), ჩატარდეს მოკვლევა და ობიექტურად გაირკვეს ამ ფაქტთან დაკავშირებული ყველა გარემოება, მათ შორის, განხორციელდა თუ არა, ჩემი თხოვნით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელზე ზეგავლენა სხვა თანამდებობის პირების მხრიდან.”– ამბობს ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ გადაცემა “პოსტ სკრიპტუმში” გავრცელდა 2017 წლის ივლისში გადაღებული ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ლაშა ნაცვლიშვილი, ის არ ემორჩილება პოლიციელს და ამ მდგომარეობაში მართავს ავტომანქანას.

ამავე თემაზე:

დაისჯება ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ლაშა ნაცვლიშვილს შეღავათი გაუწია – შს მინისტრი

თქვენი კომენტარი?
IMG.GE