საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ, “ნაც.მოძრაობას” და მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიებს კონსტიტუციით ავკრძალავთ, პარალელურად კი გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი ღალატისთვის სამართლებრივად მოუწევთ პასუხისგება!”- განაცხადა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 15 ოქტომბერს, ზუგდიდში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
“ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გამტარებელმა, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში გაბნეულმა აგენტებმა, ზუსტად იციან, რომ საკუთარი მიზნების მიღწევა, ღირებულებებისგან ხალხის დაცლისა და საზოგადოების მორალური გადაგვარების გარეშე შეუძლებელია. ამიტომაც, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ღირებულებების საკითხს კონსტიტუციაში ავსახავთ და კიდევ უფრო მტკიცედ დავიცავთ!
გარდა ამისა, არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ კონსტიტუციაში ავსახავთ მართლმადიდებლობის განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობაში, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერებისა და დაცვის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება! რა თქმა უნდა, პარალელურად, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ყველა რელიგიური კონფესიის უფლებები უმაღლეს დონეზე იქნება დაცული და მათ მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება ოდნავადაც კი არ შეიცვლება!”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს