ბოლო ამბები
02/12/2024

მთელი პასუხისმგებლობა ლეიბორისტული პარტიის სატელევიზიო, ისტორიაში არნახულ ბლოკირებაზე ეკისრებათ – ტვ-პირველზე, ოლიგარქ მამუკა ხაზარაძეს, მთავარ არხზე – ეროვნულ ბაღლინჯოს, ნიკუტა გვარამიას, ხოლო ფორმულაზე, სამწუხაროდ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს

გაზიარება

მთელი პასუხისმგებლობა ლეიბორისტული პარტიის სატელევიზიო, ისტორიაში არნახულ ბლოკირებაზე ეკისრებათ – ტვ-პირველზე, ოლიგარქ მამუკა ხაზარაძეს, მთავარ არხზე – ეროვნულ ბაღლინჯოს, ნიკუტა გვარამიას, ხოლო ფორმულაზე, სამწუხაროდ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელსაც პატიმრობაშიც კი არ ასვენებს ლეიბორისტული პარტიის პრობლემა. – წერს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.

მისივე თქმით, ის კიდევ მინიმუმ მეოთხედი საუკუნე აპირებს პოლიტიკაში ყოფნას და მწარედ მოსთხოვს პასუხს ყველას ზემოთ ხსენებულ ვერაგობაზე.

„მთელი პასუხისმგებლობა ლეიბორისტული პარტიის სატელევიზიო, ისტორიაში არ ნახულ ბლოკირებაზე ეკისრებათ – ტვ-პირველზე, ოლიგარქ მამუკა ხაზარაძეს, მთავარ არხზე – ეროვნულ ბაღლინჯოს, ნიკუტა გვარამიას, ხოლო ფორმულაზე, სამწუხაროდ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელსაც პატიმრობაშიც კი არ ასვენებს ლეიბორისტული პარტიის პრობლემა. იცოდეთ მე პოლიტიკაში კიდევ მინიმუმ მეოთხედი საუკუნე ვაპირებ ყოფნას და მწარედ მოგთხოვთ პასუხს ამ ვერაგობაზე. რაც მთავარია ხალხი გაგცემთ პასუხს თქვენც და რუს ოლიგარქსაც ოცდაექვსში“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა