ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე ეხმიანება პარტია “ახალი”-ს წარმომადგენელ გიორგი მუმლაძის გავრცელებულინფორმაციას, თითქოს, ზუგდიდში, “ქართული ოცნების” ღონისძიებისთვის დამონტაჟებული სცენიდან მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა.
“არსად არ დასტურდება ინფორმაცია ზუგდიდში სცენიდან გადმოვარდნილი ბიჭის შესახებ. არც საავადმყოფოებში, არც თვითმხილველებში.
წარმოუდგენელია ასეთი ინფორმაცია დაიმალოს და ტყუილი რა საჭიროა ვერ ვხვდები. იქნებ ჯერ გაარკვიოთ და მერე წეროთ”- წერს ანა წითლიძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს