“წერილი საქართველოს პრეზიდენტს სალიტა ზურაბიშვილს, გწერთ ოლიგარქის მიერ ოკუპირებული ტელევიზიიდან

3175
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“კომედი შოუ”-ს მსახიობი მიშა ანდღულაძე პრეზიდენტს მიმართავს.

“წერილი საქართველოს პრეზიდენტს სალიტა ზურაბიშვილს, გწერთ ოლიგარქის მიერ ოკუპირებული ტელევიზიიდან:

“მახსოვს წლების წინ როცა ქალაქში დიდი “პატრიოტული” აქციები მძვინვარებდა თქვენი და მაშინდელი ოპოზიციის თაოსნობით, ტელევიზიის თანამშრომლებს მაშინ ყოველდღე თქვენს მიერ ორგანიზებული “სირცხვილის კორიდორის” გავლით გვიწევდა შესვლა სამუშაო სივრცეში. რადგან თქვენი აზრით მაშინ ჩვენ “ნაცების ” მიერ მიტაცებულ ტელევიზიაში ვმუშაობდით. მაინტერესებს ახლა რა ხდება “სირცხვილის კორიდორებთან” დაკავშირებით? პასუხი ენათმეცნიერების ინსტიტუტის მისამართზე გამომიგზავნეთ.”- წერს ანდღულაძე.

თქვენი კომენტარი?