ორი წლის განმავლობაში, ყველა ეთერიდან, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, ერთ ხმაში გვაბრალებდნენ, რომ “სააკაშვილს ვკლავთ”. ახლა ეგ “მომაკვდავი” საქართველოს ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს, შეთანხმებულ ქარტიას შლის, რომ მომავალი პრემიერობა არავის დაუთმოს – “ხალხი გადაწყვეტს” – “მე ვიქნები” – ს ევფემიზმია.”- წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი.
“დათვი არ მოუკლავს და ტყავს ხარბდება – ეროვნულ ამოცანას აზიანებს და მისი ხელიდან მარცხისთვის გვწირავს. თუ თვითონ არ იქნება, ქვა ქვაზე ნუ დარჩება.
არცერთ ოპო-ტელეჟურნალისტს კითხვა არ დაუსვამს ნაცმოძრაობისთვის და გვარამიასთვის, რატომ აწყობდნენ ამ სამარცხვინო ცირკს და რატომ ატყუებდნენ, შეურაცხყოფდნენ და ადანაშაულებდნენ ქართულ საზოგადოებას ამ მანიპულატორი ნარცისის გამო.
და აი ამ დუმილის ფონზე, ეს ანტიჟურნალისტები, იაგოსთან და გახარიასთან უნიჭო ძიძგილაობას ასაღებენ ჟურნალისტიკად და ბაბლში საღდება ეს ალიექსპრესის ტავარი.
თავისუფლების დაცვა ღირსეულ ხალხს შეუძლია.”- წერს ჩერგოლეიშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს