ქუჩაში ოცი კაცი რომ მოგსდევს, გისტვენს, მოღალატეს და მონას გეძახის, ასე უნდა ითმინო? – ხათუნა ხოფერია

1946
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია, 8 სექტემბერს, საკანონმდებლო ორგანოსთან, ემზარ კვიციანსა და აქტივისტებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება.

“თმენის ვალდებულება რას ნიშნავს, რის თმენაზეა საუბარი და რა დოზით, ეს სადმე წერია? ვინმემ თუ იცის, რომელი კანონი არეგულირებს ამ ვალდებულებას?! რატომ არავინ ამბობს, რის მოთმენას გვავალდებულებს კანონი? ქუჩაში ოცი კაცი რომ მოგსდევს, გისტვენს, მოღალატეს და მონას გეძახის, ასე უნდა ითმინო? არც პოლიცია უნდა დაგეხმაროს და არც არავინ? და როდემდე? მონა და მოღალატე შეურაცხყოფა არ არის? ასე შეიკრიბება ოცი თავზეხელაღებული და ნებისმიერ ადამიანს გადაიყვანს ჭკუიდან.”– წერს ხათუნა ხოფერია.


ამ თემაზე:

გადი თორემ თქვენ დედებს შევც…. – ემზარ კვიციანს აქტივისტები დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

თქვენი კომენტარი?