ქართველ ებრაელთა სათვისტომო მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტურ განცხადებებს ეხმიანება

423
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ქართველ ებრაელთა სათვისტომო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ, ანტისემიტურ და დისკრიმინაციულ გამოთქმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ჩვენ, ქართველი ებრაელები, აღშფოთებულები ვართ და ვგმობთ მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტურ და დისკრიმინაციულ განცხადებას მოშე გლუკჰაფტის მიმართ (განმარტება – მოშე გლუკჰაფტი გახლავთ ქართული ოცნების დამხმარე საპრეზიდენტო არჩევნებში).

სააკაშვილის სიტყვები შეურაცხყოფს არამხოლოდ კონკრეტულ პიროვნებას, არამედ მთელ ებრაელ ხალხს და განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია საქართველოში მცხოვრები ებრაელებისთვის.

ქართველ და ებრაელ ერს შორის არსებობს 26 საუკუნოვანი სამაგალითო და-ძმობა, რომელსაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და ამას ვერაფერი დააზიანებს, მითუმეტეს ვიღაცის კერძო, არაკორექტურლი გამოხდომები.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ებრაელების მიმართ სიძულვილის ენას იყენებს. კარგად გვახსოვს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრ შოთა შალელაშვილის მიმართ იმავე შინაარსის ანტისემიტური, დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი სიტყვები იქნა გამოყენებული.

სააკაშვილის მხრიდან გაჟღერებულ, სიძულვილით გამსჭვალულ ანტისემიტურ განცხადებაზე შესაბამის რეაგირებას ველით პოლიტიკური ძალების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლებისგან.

დარწმუნებულებულები ვართ, საზოგადოება დაგმობს და გაემიჯნება სააკაშვილის განცხადებებს და ყველას კიდევ ერთხელ დაანახებს ორ ერს შორის მეგობრობის ღირსეულ მაგალითს”– ნათქვამია განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?