ფეისბუქში სალომე ზურაბიშვილის ყალბი გვერდი გაიხსნა

242
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ფეისბუქში პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის ყალბი გვერდი გაიხსნა, სადაც მისი სახელით სხვადასხვა სახის განცხადებები ვრცელდება, იმისათვის, რომ მკითხველი შეცდომაში შეიყვანონ, გვერდზე ასევე ქვეყნდება მისი შეხვედრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალაც. ერთ-ერთ განცხადებაში ნათქვამია, თითქოს სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისი გაპრეზიდენტების შემდეგ პოლიტიკური არჩევანი იქნება რუსეთი და რომ ის ოკუპანტი არ არის.

გარდა ამისა, ახლადშექმნილ გვერდს სულ 400-მდე მოწონება აქვს, როდესაც ნამდვილი გვერდის მომწონებელთა რაოდენობა 43 ათასია. ასევე, გვერდს არ აქვს ნამდვილობის დამადასტურებელი ნიშანი.

☑️

თქვენი კომენტარი?
IMG.GE