ბოლო ამბები
02/12/2024

ცესკო-ს თანამშრომლები არ არიან დაფასებულები – დავით ჩიხელიძე

გაზიარება

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებამ ოპოზიციას ბოლო სასიკვდილო დარტყმა მიაყენა, ეუთო/ოდირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნებმა უმეტეს შემთხვევაში მშვიდ გარემოში ჩაიარა, იყო რამდენიმე ტექნიკური ხასიათის ხარვეზი, რომელსაც არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია, რაც მთავარია არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული კითხვები სრულად არის მოხსნილი.”– წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ჩიხელიძე.

“2024 წლის არჩევნები ადმინისტრირების კუთხით საქართველოს ისტორიაში საუკეთესო იყო, ცესკომ საგარეო და საშინაო გამოწვევების მიუხედავად ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტირება და არჩევნების სრულყოფილად ჩატარება უზრუნველყო, რისთვისაც კიდევ ერთ, საჯარო მადლობას ვუხდი ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს, რომელთა 24-საათიანი შრომა სათანადოდ არ არის შეფასებული და დაფასებული!

ეუთოს მისიის სპეცკოორდინატორი: მინდა გულწრფელი იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტიანად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს. საყურადღებოა სიტყვათა წყობა, არჩეული ხელმძღვანელობა! ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, მათ უნდა გაიაზრონ რომ ქართული ოცნება ქართველი ხალხის არჩევანია, რომელსაც აქცია კი არ უნდა გაუმართო არამედ მასთან უნდა ითანამშრომლო, რადგან ეს ქვეყანა ყველასია. მაგრამ სამწუხაროდ ოპოზიცია საკუთარი ქვეყნის ოპოზიციაშია, შესაბამისად მათგან ამ ეტაპზე არჩევნების აღიარებას არ ველოდები.

ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის, ოპოზიციის, პოზიციის მიუხედავად საქართველოს წინსვლა არშეჩერება, ჩვენი ქვეყანა განვითარების ახალ დონეზე გადავა, აღნიშნულ წინსვლას ორი მთავარი ავტორი, ქართველი ხალხი და მმართველი გუნდი ჰყავს, რომელიც ქართველი ხალხის დაკვეთის შემსრულებელია.”– წერს დავით ჩიხელიძე.

სხვა ამბების წაკითხვა