ბოლო ამბები
04/11/2024

ბოიკოტი პარლამენტს შეკრებაში ხელს ვერ შეუშლის – ვახუშტი მენაბდე

გაზიარება

ბოიკოტი პარლამენტს შეკრებაში ხელს ვერ შეუშლის’- წერს სოციალურ ქსელში კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, რომელიც ოპოზიციის მიერ, საპარლამენტო მანდატებზე უარს ეხება.

“კონსტიტუციის მოხედვით: “პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.”
ეს ორ რამეს ნიშნავს:

1. პარლამენტი მუშაობას დაიწყებს თუ დარბაზში იქნება 76 დეპუტატი (ცესკოს მიხედვით ოცნებას 89 ჰყავს)

2. ამ 76-მა უნდა თქვას, რომ 150-დან სულ ცოტა 100 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს. მნიშვნელობა არ აქვს დანარჩენებს სურს თუ არა ცნონ მისი უფლებამოსილება. ამას უდევს მარტივი პრინციპი საფუძვლად: უმცირესობა უმრავლესობას ვერ გადაუწყვეტს იფუნქციონიროს თუ არა.

ოპოზიცია სიებს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ვერ ჩახსნის.

კანონით სიების ჩახსნა შესაძლებელია:

(1) არჩევნებამდე 

(2) პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ.

პირველი ვადა გასულია, რაც შეეხება პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტი იწყებს მუშაობას, ოპოზიციონერი დეპუტატები უკვე პარლამენტის წევრები არიან და მხოლოდ სიის ის წევრები შეუძლიათ ჩახსნან, რომლებიც პარლამენტში ვერ შევიდნენ.

აქვე ერთი რჩევა: ავტორიტარულ სისტემაში კანონი არ კანონობს და ლეგალურ არგუმენტებს ნუ ეძებთ”– წერს ვახუშტი მენაბდე.

სხვა ამბების წაკითხვა