25/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

აზერბაიჯანის პრემიერი ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვებას ულოცავს

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას ულოცავს.

ალი ასადოვის თქმით, ამ გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მეგობარი ქართველი ხალხის მიერ ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ განხორციელებული პოლიტიკური კურსის მხარდაჭერა.

„გულითადად გილოცავთ თქვენს ქვეყანაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას.
ამ გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მეგობარი ქართველი ხალხის მიერ ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ განხორციელებული პოლიტიკური კურსის მხარდაჭერა.

მჯერა, რომ არჩევნების შედეგები მოემსახურება ქვეყნის წინსვლასა და შემდგომ განვითარებას, ამავდროულად ხელს შეუწყობს აზერბაიჯანი- საქართველოს ყოვლისმომცველ სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას, რომელიც დაფუძნებულია მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების ტრადიციებზე.
ვსარგებლობ შემთხვევით, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, მოძმე ქართველ ხალხს კი ვუსურვებ მარადიულ მშვიდობასა და კეთილდღეობას”, – აღნიშნავს ალი ასადოვი.

ირაკლი კობახიძეს ასევე მიულოცეს სომხეთისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა.