23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ასე გამარჯვებულ ხასიათზე დავბრუნდეთ ჩვენს სახლში – რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულდა

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა, თუმცა ორგანიზატორებს არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა იქნება სამომავლო გეგმა. აქციის წამყვანმა ლევან ცუცქირიძემ მოუწოდა შეკრებილ ადამიანებს, რომ მათი მართალი სიტყვა გაავრცელონ ყველგან.

“მე მინდა რომ კიდევ ერთხელ შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ასე გამარჯვებულ ხასიათზე დავბრუნდეთ ჩვენს სახლში და ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა სამსახურებშიმ სამეზობლოებში, სამეგობროებში, ქალაქებში, სოფლებში, დაბებში, ყველგან გავავრცელოთ ჩვენი მართალი სიტყვა და როდესაც საჭირო გახდება კვლავ შევიკრიბებით აქ”- თქვა ლევან ცუცქირიძემ.