“საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით დავა და კამათი ყოველთვის იქნება, ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ იმიტომ, რომ ეს ჩვეული ამბავია. როდესაც კონსერვატიული პარტიები იგებენ, ჩვენ ყოველთვის ვხედავთ ასეთ კამათს იმიტომ, რომ ევროპული პოლიტიკა დაფუძნებულია სახელმძღვანელოზე – თუ ლიბერალები იმარჯვებენ – მაშინ დემოკრატია არის, თუ კონსერვატორები იმარჯვებენ, მაშინ დემოკრატია არ არისო – ასეთი კამათი ყოველთვის ხდება ბრიუსელში” – განაცხადა საქართველოში ვიზიტად მყოფმა უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა 29 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
“ლიბერალებს რომ გაემარჯვათ, მაშინ ეს იქნებოდა მთელ დასავლეთ ევროპაში გავრცელებული, როგორც საუკეთესო ფორმაში მყოფი დემოკრატია, მაგრამ ახლა, რადგან კონსერვატიულმა არსმა და სულისკვეთებამ გაიმარჯვა, ევროპაში უკვე კამათი არსებობს და უნგრეთის არჩევნების შემთხვევაშიც ასე იყო, ნებისმიერი სხვა ქვეყნის არჩევნების შემთხვევაშიც ასე იყო და საერთაშორისო პრესაშიც ასე ჟღერდება, მაგრამ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ”- განაცხადა საქართველოში ვიზიტად მყოფმა უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა 29 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
მან ირაკლი კობახიძეს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნების” გამარჯვება მიულოცა.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს