ასეთი ცდომილება იყო სირცხვილი და ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა – ბიძინა ივანიშვილმა მისი გუნდი ღიად გააკრიტიკა

267
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ტელეკომპანია იმედის გადაცემა “იმედი ლაივი”-ს წამყვანების კითხვებს უპასუხა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ექსიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ მას მკაცრი საუბარი ჰქონდა გუნდის წევრებთან. მისი თქმით, არჩევნების შედეგი განაპირობა იმან, რომ ამომორჩეველი მათზე განაწყენდა, თუმცა არ გაბრაზებულა. მისივე თქმით, ამიერიდან გუნდში ადამიანების დაწინაურება ერთგულების ნიშნით ვეღარ მოხდება.

“გუნდმა დაკარგა გრძნობადობა ხალხთან ურთიერთობის, ექსიტპოლში ასეთი ცდომილება იყო სირცხვილი და ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა ამის შემდეგ. ერთგულების ნიშნით ვეღარ მოხდება გუნდში დაწინაურება, მთავარი ძალა არის ხალხში, რომელიც არის ნაწყენი, მაგრამ არა გაბრაზებული”– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE