25/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ევროკომისიამ საქართველოსთან შეაჩერა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნის პროცესი (ვიდეო)

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი

ევროკომისიამ  საქართველოსთან შეაჩერა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნის პროცესი. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა და განმარტა მიზეზები.

ელჩის თქმით, ამის მიზეზებია ევროკავშირისგან დაწესებული 9 ნაბიჯი, რომლის გარკვეული პუნქტები არ აკმაყოფილებს მათ კრიტერიუმებს.

ჰარჩინსკის თქმით, მათი კარი კვლავ ღიაა და როგორც კი დაუბრუნდება საქართველოს მთავრობა ევროპულ კურსს, მოლაპარაკების პროცესი გაიხსნება.

მან ასევე ისაუბრა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო  არჩევნებზე და თქვა, რომ ის ჩატარდა მნიშვნელოვანი დარღვევებით, რომელიც “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” გამოავლინა.

პაველ ჰარჩინსკი ამბობს, რომ არჩევნების საკითხზე უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი და ობიექტური გამოძიება.