25/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ამერიკის პრეზიდენტზე ზემოთ ვინ უნდა გააკეთოს განცხადება? – ნიკა გვარამია არჩევნების შედეგებზე

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი

ნიკა გვარამიას განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებისა და ხალხის ზეწოლით უნდა მოხდეს ის, რომ ხელისუფლებამ გააუქმოს არჩევნების შედეგები და დანიშნოს ახალი არჩევნები, თუმცა საერთაშორისო ადმინისტრირების პირობებში.

ამ საკითხზე მან 30 ოქტომბერს, “ფორმულის” ეთერში განაცხადა.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე უარყოფითი შეფასება თვით ამერიკის პრეზიდენტმა გააკეთა და მასზე მაღალი იერარქიის პირი აღარ არსებობს.

“გამოსავალი არის ერთადერთი, არავითარი აზრი სხვა თემაზე ლაპარაკს ბიძინა ივანიშვილთან არ აქვს, გარდა ახალი არჩევნებისა ოღონდ, საერთაშორისო ადმინისტრაციით. მე ზუსტად ვიცი რაც მოხდება, საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება”– განაცხადა ნიკა გვარამიამ.