ბოლო ამბები
04/11/2024

ხმების გაყალბება არ მომხდარა, არ არის ფაქტი, მტკიცებულება, ეს არის შედეგი, ამომრჩეველთან უპრეცედენტო მუშაობის – გიორგი ქობულია

გაზიარება

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი (ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში) გიორგი ქობულია ამბობს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაყალბების ფაქტები არ ფიქსირდება და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ის ოპოზიციაშია, ამ შემთხვევაში მმართველი გუნდი მართალია.

ამის შესახებ გიორგი ქობულიამ “ქრონიკისთვის”მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა,.

“ხმების გაყალბება არ მომხდარა, არ არის ფაქტი, მტკიცებულება, ის სქემა, რომელიც წარმოდგენილია, თეორიულადაც აბსურდულია, ჩემი აზრით, ეს არჩევნები არ გაყალბებულა.მეც მქონდა კითხვები, როგორ მოხდა, რომ სხვადასხვა რაიონში მოსახლეობას მეტი ხმა ჰქონდა მიცემული, ამ კითხვაზე მივიღე მშვენიერი პასუხი, რომელზეც სრულფასოვანი პასუხი იქნა გაცემული, ამ მომეენტში მეტი კითხვები არ მაქვს.

რის ხარჯზე მიიღო ოცნებამ 53 პროცენტი? – ობიექტურად რომ ვნახოთ, დიდ ქალაქებში, ავიღთ თბილისი, ვაკის რაიონი, სადაც ყველა დამეთანხმება, რომ გაყალბების შანსი არ იყო, არც ადმინისრაციული რესურსის გამოყენების, არც ზეწოლის და დაშინების.

ეს არის შედეგი, ამომრჩეველთან უპრეცედენტო მუშაობის და მობილიზაციის.”ოცნებამ” დახარჯა არნახული ენერგია და რესურსი, რომ ამომრჩევლის მობილიზაცია მოეხდინა, რაც არის აბსოლუტურად კანონიერი. ჩვენ ვნახეთ სახელებით და გვარებით მხარდამჭერების სიები, რაც არის აბსოლუტურად ლეგალური”- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მისი თქმით, ოპოზიციას რეგიონებში ფაქტობრივად არ უმუშავია და ამის გამო დაიდო ის შედეგი, რაც დაიდო.

 

სხვა ამბების წაკითხვა