ალასანია-სააკაშვილის ჩანაწერის შინაარსი არ გამკვირვებია, თუმცა უნდა შემოწმდეს – ირმა ინაშვილი

264
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

პარლამენტის ვიცეო-სპიკერი და “პატრიოტთა ალიანსი”-ს გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს ეხმიანება. ჩანაწერში სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა, თემურ ალასანია საუბრობენ.

“სააკაშვილის მთელი მმართველობა,- ეს იყო პოლიტიკური მკვლელობები, ციხეებში პატიმართა წამება, გაუპატიურებები, ფარული ჩანაწერები, შანტაჟი და ცინიზმი. ეს ყველაფერი ჩვენ გვახსოვს, ამიტომ  გავრცელებული ჩანაწერის ( თემურ ალასანია- მიხეილ სააკაშვილი) შინაარსი მე არ გამკვირვებია. თუმცა, უნდა შემოწმდეს, რამდენად ნამდვილი და რეალურია ეს ჩანაწერი და თუ ეს ყველაფერი დადასტურდება, ცხადია, უნდა იმოქმედოს გამოძიებამ! უნდა იმოქმედოს მკაცრად, პრინციპულად, გაბედულად და არა იმგვარად, რასაც 6 წელია ვაკვირდებით!

რაც შეეხება რადიკალიზაციის გეგმას, ვინმეს უკვირს, რომ ნაცმოძრაობის ორივე განშტოების მხრიდან შესაძლოა ვითარების რადიკალიზაციის გეგმა არსებობდეს? მეტიც, არ ვიცით, რომ უკვე ამზადებენ საკუთარი გუნდის წევრებს, რომლებსაც მათივე ხალხი ფიზიკურად გაუსწორდება და მერე ეს ყველაფერი საარჩევნო ძალადობად შეფასდება?

ახლა შეკვეთილი მკვლელობის თემაზე,- არ ვიცით, რომ მკვლელებიც არიან და ბევრი მოუკლავთ კიდეც?! ვინმეს გაუკვირდა ის, რაც მოისმინა? ვიმეორებ: მე არ გამკვირვებია ეს! არ გამკვირვებია იმიტომ, რომ სახეზე გვაქვს პატარკაციშვილისა და ჟვანიას ისტორია! კიდევ სხვა ტრაგიკული ისტორიები!

ამიტომ ვამბობთ: არ იქნება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა, თუ დამნაშავეები პასუხს არ აგებენ!”– აცხადებს ირმა ინაშვილი.


იხილეთ ჩანაწერი:

ქართველების დედა მოვტ..ნ – ინტერნეტში სააკაშვილის და მისი ბიძის ჩანაწერი გავრცელდა

თქვენი კომენტარი?
IMG.GE