მეტროს ლიანდაგში ჩავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

572
წაკითხვა/ნახვა

მეტრო სამგორში, ლიანდაგებში ჩავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ინფორმაცია ინგოროყვას კლინიკის  ექიმმა დაადასტურა.

ახალგაზრდა კაცი  მეტროსადგურ „სამგორიდან“,  სადაც ის ლიანდაგებში  უგონოს მდგომარეობაში  იპოვეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გუშინ 19:05-ზე შეიყვანა კლინიკაში. პაციენტის მდგომარეობა უკიდურესი სიმძიმის იყო. მას ჩაუტარდა შესაბამისი დიაგნოსტირება. პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი ტრავმული დაზიანებები: ინტრაპრანიული ტრავმა, ქალასარქვლის მოტეხილობა, კომატუზული მდგომარეობა, ცერებლური შეშუპება, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, მარჯვენმხრივი პლევმოთორაქსი, მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, მარჯვნივ ბარძაყის მოტეხილობა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და ტრავმული ჰემორაგიულო შოკი. პაციენტი სწორედ მძიმე ტრავმული დაზიანებების გამო გარდაიცვალა“, – განაცხადა ექომმა თეონა ხუნჭუამ.

თქვენი კომენტარი?