ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაამტკიცეს

566
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაამტკიცეს.

საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ადიგენში, არალის თემში – ზურაბ ფეიქრიშვილი, მარტვილში, კიწიის თემში – რობერტ კაკულია, ლაგოდეხში, აფენის თემში კი – ომარ შველიძე წარმოადგენენ.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ სხდომაზე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარტიის თავმჯდომარეს, გენერალურ და პოლიტიკურ მდივნებს და პოლიტსაბჭოს წევრებს შეხვდნენ.

ადიგენის, ლაგოდეხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს 2019 წლის შუალედური არჩევნები 27 ოქტომბერს ჩატარდება.

თქვენი კომენტარი?