ქალბატონო პრეზიდენტო, გიორგი ოთხმეზურს გაუკეთეთ ეს? შვილის მკვლელი ციხიდან გაუთავისუფლეთ? – ჯაბა ხუბუა

1046
წაკითხვა/ნახვა

ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას მიმართვა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომლის შეწყალების აქტის საფუძველზეც მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული უკვე მეორე პატიმარი გათავისუფლდა, რომელიც სასჯელს  ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის მკვლელობის ბრალდებით იხდიდა.

“ქალბატონო პრეზიდენტო, სახელოვან პროფესორს და უბრალოდ, ძალიან კარგ კაცს გიორგი ოთხმეზურს გაუკეთეთ ეს? კაცს, რომელიც მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მხურვალედ გიჭერდათ მხარს და ტელეეთერებში კბილებით გიცავდათ, შვილის მკვლელი ციხიდან გაუთავისუფლეთ? მხარდაჭერისათვის სამაგიერო იმით გადაუხადეთ, რომ შვილი მეორედ მოუკალით?” – წერს ჯაბა ხუბუა.

თქვენი კომენტარი?