რატომ აღარ აწერია დღეს ეს ფრაზა? – ინგა გრიგოლიას ტელეკომპანია “იბერია”-ს საქმეზე კითხვები აქვს

285
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ საკუთარ გადაცემაში ტელეკომპანია “იბერია”-ს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდაპირველად, როდესაც არხი დაიხურა, ეკრანზე იყო წარწერა, რომ ტელევიზია ხელისუფლებამ დახურა, თუმცა მას შემდეგ, რაც “ომეგა”-ს დაქვემდებარებაში არსებული თამბაქოს ქარხანა ამუშავდა, ტელევიზიის წარწერაში ცვლილება მოხდა და ამჯერად წერია, რომ მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რაც მას უჩენს კითხვებს, თუ რატომ გაქრა წარწერა იმის შესახებ, რომ არხი დახურა ხელისუფლებამ.

მისივე თქმით, არ სურს, რომ პოლიტიკურ თამაშებს შეეწირონ მისი კოლეგები, რომლებიც იბერიაზე მუშაობდნენ და დღეს უსამსახუროდ დარჩნენ

“ომეგას ქარხანა მუშაობს, რაც ეხება ტელევიზიას, მე არ შევხებივარ ამ თემას, ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი და კოლეგა დარჩა ტელევიზიის მიღმა, რომლებიც არიან პროფესიონალები და მე მაქვს კითხვა, არხი, რომელიც გაითიშა და ბანერზე ეწერა, რომ ხელისუფლებამ დახურა იბერია, რატომ აღარ აწერია დღეს ეს ფრაზა და რატომ აწერია, რომ მიმდინარეობს რეორგანიზაცია.

“იბერია”-ს თემა არ არის დახურული და არჩევნების შემდეგ აუცილებლად გაიხსნება  და ყველაზე გულდასაწყვეტი არის ის, რომ ჩემი პროფესიონალი კოლეგები ამ პოლიტიკური თამაშების გამო დღეს დარჩენილები არიან სამსახურის გარეშე”– განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE